პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული „ქართული ქარტია“, რომელსაც 4-ი ოპოზიციური პარტია ხელს აწერს, პოლიტიკურ სივრცეში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ქარტიაში, რომელსაც, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა შეუძლია, საუბარია განსხვავებული მთავრობის დაკომპლექტებაზე. ამასთან, პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტების საჭიროებაზეც ისაუბრა. რას გულისხმობს ე.წ. „სხვანაირი მთავრობა“ და როგორ აპირებს ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტებას.