ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. უკვე ცნობილია იმ პოლიტიკოსთა ვინაობა, ვინც საარჩევნო სიის პირველი ნომრები იქნებიან. "კოალიცია ძლიერი საქართველოს“ სიის სათავაში მამუკა კაზარაძე იქნება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ სიის პირველ ნომრად კი ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია დასახელდა. ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის სიის სათავეში თინა ბოკუჩავაა - საარჩევნო სიაში მეორე და მესამე ნომრებს კი გიორგი ვაშაძე და სოფო ჯაფარიძე ინაწილებენ. უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ კი გიორგი გახარია იქნება. სიის წარდგენის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია მათ გადამოწმებას დაიწყებს.