პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე სანზონისა და ზღვისუბნის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. მან ადგილობრივებთან პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო მოახლოვებულ საპარლამენტი არჩევნებსაც. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.