ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტსა და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, კამალა ჰარისს ვაშინგტონში შეხვდა და უკრაინის "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა. კამალა ჰარისის განცხადებით, წინადადებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ ომის დასრულების სანაცვლოდ ტერიტორიის ნაწილი დათმოს, მიუღებელია. ჰარისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები იზიარებს უკრაინის ხედვას ომის დასრულების შესახებ. კერძოდ, მისი თქმით, ეს უნდა ითვალისწინებდეს უკრაინის ხალხის ნებას და გაეროს წესდების პრინციპებს.