უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების საარჩევნო ბანერების შინაარს ეხმაურება. განცხადებაში საგარეო უწყება გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების ამსახველი სურათების გამოყენება. უკრაინა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას შეფასებები მოყვა საქართველოში.