როგორ და რა ფორმით შესრულდება ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი "ქართული ქარტია". ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიების წარდგენის შემდეგ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებსა და პრეზიდენტს შორის შესაძლოა კონსულტაციების ახალი ეტაპი დაიწყოს. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს რომ ევროინტეგრაციის პროცესში ქართულ ქარტიას გადამწყვეტი როლი ექნება, ამიტომ პოლიტიკირმა ძალებმა მასზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ. პრეზიდენტსა და ოპოზიციურ ძალებს შორის დამყარებული კოორდინაცია უშინაარსოა მმართველი გუნდისთვის. მათი განცხადებით, საუბარი ტექნიკური მთავრობის შექმნაზე საზოგადოების მოტყუების მცდელობაა.