ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის კრიტიკულ შეფასება, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ეხება, ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციას დელეგაციის კრიტიკული განცხადება არ უკვირს. ამბობენ რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს, რაც საერთაშორისო პარტნიორებს შეუმჩნეველი არ რჩებათ. თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვს მმართველ გუნდს. რა განცხადებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან და რა პასუხი აქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ევროსაბჭოს დელეგაციის კრიტიკულ შეფასებაზე.