ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში 2-დღიან ვიზიტს აჯამებს. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სივრცის პოლარიზაციამ „უპრეცედენტო დონეს“ მიაღწია. აღნიშნული განცხადება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკვე შეაფასეს.