სამხრეთ სირიაში „ჰამასის“ ქსელის მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, აჰმედ მუჰამედ ფაჰდი, რომელიც გოლანის მაღლობების მიმართულებით სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებდა, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ფაჰდი უახლოეს მომავალში ისრაელის წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდა.