ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მერის თანამდებობა დატოვა - მან უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე მოიხსნა. ყოფილ მოჭიდავე მერს ამ გადაწყვეტილების მიღებას კანონი ავალდებულებდა, რადგანაც ხინჩეგაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 49-ე ნომერია. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი “ქართული ოცნებიდან” გორის მერი 2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა.