8ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ სიტყვით გამოვა. ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბორელი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე იმსჯელებს - როგორც აღნიშნულია, საუბარი დემოკრატიის უკუსვლასაც შეეხება. კონკრეტულად რაზე ისაუბრებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და როგორია ოპოზიციის მოლოდინი - თემის დეტალებით ცარო კირვალიძე შემოგვიერთდება.