8 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ სიტყვით გამოვა. ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბორელი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე იმსჯელებს - როგორც აღნიშნულია, საუბარი დემოკრატიის უკუსვლასაც შეეხება.