„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც მმართველი პარტია დამარცხდება, დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით ანაკლიის პორტის მშენებლობა სასწრაფოდ დაიწყება. ხაზარაძემ ამის შესახებ ანაკლიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ეს პროცესი ჩინური, მაგრამ რეპუტაციული კომპანიების მონაწილეობით წარიმართება. როგორც მან განმარტა, ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოსა და კავკასიის კარიბჭეს, რომელიც ევროპას და აზიას დააკავშირებს. მისივე თქმით, 4 წლის წინ, „ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ეს პროექტი მოკლა“ და ამით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პერსპექტივა დააკარგვინა.