ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია არის სამართლიანობის ზომა მისი მრავალი მსხვერპლისთვის - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული. ბაიდენის თქმით, ჰასან ნასრალა და “ჰეზბოლა”, პასუხისმგებლები იყვნენ ასობით ამერიკელის მკვლელობაზე ოთხი ათწლეულის განმავლობაში. ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი „ჰეზბოლას“, „ჰამასის“, „ჰუსიტების“ და ირანის მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი სხვა ტერორისტული ჯგუფისგან.