„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში მორიგი შეხვედრები სოფელ ბაილეთის, სილაურის და ჯუმათის მოსახლეობასთან გაიმართა. „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დავით დარჩიამ და ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.