რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის მზარდი ჩართულობა უკრაინის კონფლიქტში რუსეთისგან განახლებული ბირთვული დოქტრინის დებულებების განხორციელებისთვის მზადყოფნას მოითხოვს. მისივე თქმით, ამ დებულებების ამოქმედების კონკრეტული მიზეზების დადგენა რუსი სამხედროების კომპეტენციაშია. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები შეიტანა. პუტინის განცხადებით, მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იტოვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთსა და ბელარუსს „კრიტიკული საფრთხე“ მოწინააღმდეგის მიერ ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებითაც შეექმნებათ.