ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჯიმის ე.წ საგარეო უწყება „ქართული ოცნების“ მისამართით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველომ აფხაზეთი სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უნდა აღიაროს. მანამდე საზოგადოებამ იხილა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება - რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“. ამ საკითხს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკვე გამოეხმაურნენ. კონკრეტულად რა წერია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო უწყების განცხადებაში და რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსები.