თბილისში ტურისტი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ის პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, ვიდეოს გადაღების დროს მოხდა. გავრცელებული ცნობებით, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.