ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტური “ავსტრიის თავისუფლების პარტია“ იმარჯვებს, რომელსაც ჰერბერტ კიკლი ხელმძღვანელობს, - ინფორმაციას “დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, პარტიამ არჩევნებში ხმათა 29.2 %-ი მოიპოვა. მეორე ადგილზეა მმართველი კონსერვატიული „ავსტრიის სახალხო პარტია“, რომელსაც კანცლერი კარლ ნეჰამერი ხელმძღვანელობს და რომელმაც არჩევნებში ხმების 26.5%-ი მიიღო. ავსტრიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღ ხმათა 21%-ი, პარტიამ „ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი“ – 9%-ი, მწვანეებმა კი - 8%-ი მოიპოვეს.