საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში იმყოფება. ის გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს სავარაუდოდ რამდენიმე წუთში შეხვდება. როგორც ცნობილია პრეზიდენტი გერმანელ კოლეგასთან საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტს მთავრობისთვის ვიზიტზე თანხმობისთვის არ მიუმართავს.