რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ საგარეო უწყება „ქართული ოცნების“ მისამართით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველომ თავად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან და აფხაზეთი სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უნდა აღიაროს. მანამდე საზოგადოებამ იხილა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება - რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“. საკითხი ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა გახდა პოლიტიკურ სპექტრში. კონკრეტულად რა წერია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო უწყების განცხადებაში და რა პასუხი აქვთ "ქართულ ოცნებაში"