გერმანიაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან საქართველოში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. საუბარი შეეხო მმართველი პარტიის მიერ მიღებულ კანონს „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ შესახებ. გერმანიის პრეზიდენტის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტგერაციისადმი. სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ისე გაემგზავრა რომ საქართველოს მთავრობისთვის ნებართვის გაცემის შესახებ არ მიუმართავს. ეს ფაქტი მმართველი გუნდისთვის იმის შეხსენებაა, რომ პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციას არღვევს.