საქართველოს პრეზიდენტის პოლონეთში გერმანიიდან გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ვიზიტებისთვის სალომე ზურაბიშვილს მთავრობისთვის ნებართვა არ უთხოვია. ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ქართულ ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის ხედვებს მიესალმებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ქართველის ხალხის სურვილებსა და მისწრაფებებს ახმოვანებს, სწორედ პრეზიდენტია. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ ოპონენტები ზურაბიშვილის ევროპულ ვიზიტებს დადებითად აფასებენ. მათივე განცხადებით, ზურაბიშვილს იმის შესაძლებლობა აქვს, რომ ევროპელ კოლეგებთან ქვეყნაში მიმდინარე რთულ ვითარებაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ ისაუბროს.