სერგეი ლავროვის განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხერთ ოსეთთან ურთიერთობის დალაგებასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები ლავროვის განცხადებას - სასაცილოს და ცინიკურს უწოდებენ. მათივე თქმით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის საკითხზე - ქართული ოცნებისა და პრემიერ მინისტრის განცხადებები, ხელისუფლების რუსული პოლიტიკის დასტურია. ოპოზიციისთვის განსაკუთრებით მიუღებელია ქართველი გმირების მკვლელებისთვის, ბოდიშის მოხდის შესახებ ქართული ოცნების რიტორიკა. ხელისუფლების ოპონენტებს იმედი აქვთ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო აჩევნებზე, ამომრჩევლები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და შედეგები ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოებს.