ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა Victory-ზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, ორი რაკეტა ბაზის თავდაცვითმა სისტემამ ჩამოაგდო, მესამე კი ანტიტერორისტული სარდლობის შტაბ-ბინასთან დაეცა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ერაყში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმები ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ახალი რაუნდის ფონზე გახშირდა, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დაიწყო. ერაყში ამჟამად, დაახლოებით, 2500 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული.