რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შემდეგ კონსტანტინ ზატულინიც აცხადებს, რომ რუსეთი არ განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნებას. დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასევე აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ გაიყვანს ჯარებს. აღნისნულ საკითხს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკვე გამოეხმაურნენ. რას აცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.