1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ზაზა ლომინაძესთან და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ზალკალიანთან ერთად ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა, სადაც მათ დღევანდელი დღე მიულოცა. მინისტრი ხანდაზმულთა საჭიროებებს და პანსიონატში მოქმედ სამედიცინო სერვისების ხარისხს გაეცნო. მისივე განცხადებით, ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებით მათი უზრუნველყოფა, სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.