იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას მთავრობა გადადგა. მათივე ინფორმაციით, 1-ელ ოქტომბერს იაპონიის პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობის ახალ მეთაურად მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის, შიგერუ იშიბას დანიშვნას. შიგერუ იშიბამ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა. იაპონიაში ვადამდელი არჩევნები დაგეგმილზე ერთი წლით ადრე, 27 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. იშიბა „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარედ 27 სექტემბერს აირჩიეს.