საქართველოში, სადაც ჯამში 3 მილიონ 700 ათასი ადამიანი ცხოვრობს 3 მილიონზე მეტი სესხია გაცემული. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სულ გაცემულია 3 420 200 კრედიტი, ჯამში 57 მილიარდ 681 მილიონი ლარის მოცულობის. რაც შეეხება მიზნობრიობას, ყოველთვიურად რაოდენობრივად ყველაზე მეტი ხელშეკრულება სამომხმარებლო სესხებზე იდება, შემდეგია ბიზნეს და სალომბარდე სესხები. სებ-ის სტატისტიკით, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე დადებულია 3 347 400 ხელშეკრულება, ჯამში 32 მილიარდ 356 მილიონი ლარის მოცულობის. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 25 მილიარდ ლარს აჭარბებს, დადებული ხელშეკრულების რაოდენობა კი მხოლოდ 72 700-ია.