მარკ ცუკერბერგი ექსკლუზიურ მილიარდერთა კლუბს შეუერთდა Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის უკანასკნელი მონაცემებით, მიმდინარე წელს მარკ ცუკერბერგმა თავისი ქონება 73.4 მლრდ დოლარით 201 მლრდ-მდე გაზარდა. შედეგად, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მეოთხე უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში, რომელიც 200 მილიარდერთა კლუბს შეუერთდება, რომელიც მხოლოდ სამ წევრს ითვლიდა აქამმდე და ესენი არიან: ელონ მასკი (272 მლრდ დოლარი), ჯეფ ბეზოსი (211 მლრდ დოლარი) და ბერნარდ არნო (207 მლრდ დოლარი). 40 წლის ცუკერბერგის ქონების დიდი ნაწილი დაკავშირებულია Meta Platforms-თან. 2024 წელს Meta-ს აქციები თითქმის 64%-ით გაიზარდა.