ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ „საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად" გამოცხადების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორები აკრიტიკებენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ბიუროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ყველა შესაბამის უწყებას მოუწოდებს არჩევნებში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას საფრთხე არ შეუქმნას. რაჟდენ კუპრაშვილის უწყების გადაწყვეტილების შესახებ ქართულ ოპოზიციაშიც საუბრობენ - რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები.