„ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის შესახებ პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საუბრობს. მისი განცხადებით, 1-ლი ოქტომბერი ქართველი ხალხისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი თარიღია, როგორც 26 მაისი და 9 აპრილი. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ავტორიტარული რეჟიმი ღირსეულად დაამარცხა. პარტიის დამფუძნებელი „ქართული ოცნების“ მიღწევებზეც ამახვილებს ყურადღებას. ის მიიჩნევს, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში ყველა სფერო პროგრესირებს. კიდევ რას ამბობს პარტიის დამფუძნებელი და როგორ ეხმაურებიან მის განცხადებას სხვა პოლიტიკური მხარეები.