რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შემდეგ კონსტანტინ ზატულინიც აცხადებს, რომ რუსეთი არ განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნებას. რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასევე აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ გაიყვანს ჯარებს. აღნისნულ საკითხს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკვე გამოეხმაურნენ. ლავროვის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ გამოეხმაურა. რას აცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რუსი პოლიტიკოსების ამ გზავნილებზე.