რამდენიმე წუთში საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდება, რის შემდეგაც დაგეგმილია ზურაბიშვილისა და დუდას ერთობლივი ბრიფინგი. საქართველოს პრეზიდენტი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმშიც ჩაერთო და ისაუბრა პანელზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. პრეზიდენტის აღნიშნულ ვიზიტს უკვე გამოეხმაურნენ ქართველი პოლიტიკოსები.