„ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის შესახებ პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, 1-ლი ოქტომბერი ქართველი ხალხისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი თარიღია, როგორც 26 მაისი და 9 აპრილი. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ავტორიტარული რეჟიმი ღირსეულად დაამარცხა. პარტიის დამფუძნებელი „ქართული ოცნების“ მიღწევებზეც ამახვილებს ყურადღებას. ის მიიჩნევს, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში ყველა სფერო პროგრესირებს.