„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებით.
როგორც ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, საელჩო ვერ დაასახელებს ვერც ბიძინა ივანიშვილის და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ისინი ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ადანაშაულებენ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება.
როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, თუმცა ქართველი მოსახლეობის წინაშე რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს.