ბრიუსელში, „ევროპის სახალხო პარტიამ“, საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია ხაზს უსვამს, საქართველოსთვის 26-ი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას. რეზოლუციის თანახმად, საქართველომ „ქართული ოცნების“ პირობებში განიცადა რეგრესი - დოკუმენტი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებს, რომ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ გვერდში დაუდგნენ, რათა ქვეყანა 26 ოქტომბრის შემდეგ ახალი მთავრობის პირობებში სწრაფად გამოვიდეს ამ იზოლაციიდან და ქართველ ხალხს გაეხსნას პრესპექტივა ევროპული მომავლისკენ.
ევროპის სახალხო პარტიის სხდომაზე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სიტყვით წარსდგა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ევროპის სახალხო პარტიას, ქართველი ხალხისა და საქართველოს ტრადიციული მხარდაჭერისთვის და განაცხადა რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.