პრემიერ-მინისტრის გზავნილი, სადაც კობახიძე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს მოუწოდებს შეცვალოს გადაწყვეტილება და არასამთავრობო ორგანიზაციებს- „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „აირჩიე ევროპას“ საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი გაუუქმოს, ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით ირაკლი კობახიძის მოწოდება ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ უკან დაიხია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით მმართველი გუნდი მიხვდა, რომ ისინი სრულ იზოლაციაში მოექცნენ და ახლა ცდილობენ ბოლომდე არ გამოიყენონ ის რესურსი რისი გამოყენების საშუალებაც ჰქონდათ. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ასევე კითხვის ნიშნებს უჩენს ანტიკორუფციული ბიუროს და მისი ხელმძრვანელის დამოუკიდებლობის საკითხიც. მათივე თქმით, რაჟდენ კუპრაშვილი იმეორებს იმ ნარატივს რასაც ძალოვანი უწყებები კარნახობენ.