კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან, სავარაუდოდ, ხელყუმბარები აფეთქდა , - ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ კოპენჰაგენის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ისრაელის საელჩოსთან დილით, 3:20 საათზე ორი აფეთქება მოხდა. წინასწარი შეფასებით, ეს ორმა ხელყუმბარამ გამოიწვია“, - განაცხადა კოპენჰაგენის პოლიციის სპიკერმა, იენს იესპერსენმა.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ სამი ახალგაზრდა დააკავა, რომლებიც შვედეთის მოქალაქეები არიან.