ანტიკორუფციული ბიუროს შეცვლილი გადაწყვეტილება,- რაჟდენ კუპრაშვილის უწყებამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "აირჩიე ევროპას" „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ფაქტს წინ უძღოდა პრემიერ მინისტრის განცხადება, რომელშიც ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებდა საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან არიდების მიზნით ეს გადაწყვეტილება მიეღო. საკითხს უკვე გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ პრემიერს მორჩილება გამოუცხადა.