"ნაციონალური მოძრაობის “ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, პარტია აგრძელებს ემიგრანტების საარჩევნო უფლების დაცვას და საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით დავა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. პარტიის ლიდერის განცხადებით, რადგან კანონი იძლევა იმის უფლებას, რომ უბნების არ გახსნასთან დაკავშირებით ცესკოს განკარგულება გასაჩივრდეს, პარტია ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებს. კორძაია იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო მაინც დაიცავს ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.