დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა. დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმში სახელმწიფო და კერძო კომპანიები და ის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სახელმწიფოს მხარდაჭერით, განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს და შეძენილი ცოდნის რეალიზებას საქართველოში გეგმავენ. დამსაქმებლებმა ფორუმზე 100- მდე ვაკანტური მენეჯერული პოზიცია წარადგინეს. დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმის მიზანი საქართველოში მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა და მათი დასაქმების ხელშეწყობაა.