ბათუმის საზღვაო აკვატორიაში ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის წვრთნები ჩატარდა. ღონისძიება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა 34 ორგანიზაციის 160-მდე წარმომადგენელმა მიიღო. სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა სამსახურებმა კოორდინირებულად და კვალიფიციურად განახორციელეს საპასუხო მოქმედებები. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით მსგავსი წვრთნები უკვე მეხუთედ გაიმართა.