თბილისობა წელს, 5 და 6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ღონისძიების აღსანიშნავად რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მისულ სტუმრებს სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები დახვდებათ. ასევე მოეწყობა ღია კინოთეატრი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები და სამეწარმეო მარკეტი. დღის მანძილზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. კალაძის თქმით, დაგეგმილია მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენებიც. 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართება.