ისრაელი ადასტურებს, რომ ირანიდან გაშვებული რაკეტები ავიაბაზებზე ჩავარდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაბომბვის ზემოქმედებამ დააზიანა საოფისე შენობები და სხვა ზონები, რომლებიც გავლენას არ ახდენენ ისრაელის საჰაერო ძალების ფუნქციონირებაზე. განცხადების თანახმად, თავდასხმის დროს ისრაელის საჰაერო ძალების არცერთი თვითმფრინავი არ დაზიანებულა და საჰაერო ბაზებზე ყველა რაკეტის ზემოქმედება ისრაელის სამხედროების მხრიდან განიხილება, როგორც „არაეფექტური“.
სამხედროები აცხადებენ, რომ საბრძოლო თვითმფრინავებს, უპილოტო თვითმფრინავებს, საბრძოლო მასალას და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ზიანი არ მიუღია. ისრაელში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად სერიოზული დაზიანებები არცერთ მოქალაქეს არ აქვს, თელ-ავივში ნამსხვრევებით მსუბუქად დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.