რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაშავდა 3 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ღამით, მტერმა ზაპოროჟიეს შეუტია. კერძო საცხოვრებელ კორპუსებსა და სამრეწველო ფართებს დაარტყეს. დაშავდა 3 ადამიანი“, - წერს ივან ფედოროვი „ტელეგრამის“ არხზე.
ასევე, ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა ერთ-ერთ რაიონს დაარტყეს, რის შედეგადაც საწყობებში ხანძარი გაჩნდა.
მროჩკოს თქმით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა.SS.GEროგორ მოხვდე აქვაკანსია - ბიზნეს განვითარების მენეჯერი