დრონების გამოყენებით მტრის სამიზნეების განადგურების პოზიტიური ტენდენცია გვაქვს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, პოლკოვნიკ ვადიმ სუხარევსკის მოხსენება მოისმინა.
„სექტემბრის შედეგებიდან გამომდინარე, დრონების გამოყენებით მტრის სამიზნეების განადგურებისა და მათზე დარტყმების განხორციელების პოზიტიური ტენდენცია გვაქვს“, - წერს სირსკი სოციალურ ქსელში.