„ჰეზბოლას“ პრესსპიკერის, მოჰამად აფიფის განცხადებით, ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები მხოლოდ დასაწყისია და დაჯგუფების პრიორიტეტი ისრაელის სამხედრო დამარცხებაა. მისი თქმით, „ჰეზბოლას“ სტრატეგიული მარაგი მწყობრშია და მისი მებრძოლები მზადყოფნის უმაღლეს დონეზე არიან. მანვე აღნიშნა, რომ აგრესიის შეწყვეტის მიზნით ნებისმიერი შიდა თუ გარე პოლიტიკური მცდელობა დასაფასებელია, თუ ის ბრძოლის გარემოებებთან და შედეგებთან დაკავშირებით „ჰეზბოლას“ ხედვას შეესაბამება.