ევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისში გაიხსნა მხატვრული რეწვის და დიზაინის მეხუთე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2024”. ღონისძიება დამთვალიერებლებს 13 ოქტომბრამდე „ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეებში უმასპინძლებს. „ეთნოფესტი” აერთიანებს ექსპოს, გამოფენებს, ტრენინგებს, პრეზენტაციებს, საჯარო ლექციებსა და ბიზნეს შეხვედრებს. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში ერთ სივრცეში თავს უყრის შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს - დიზაინერებს, მეწარმეებს, ხალხური რეწვის, ხელნაკეთი პროდუქციის ოსტატებსა და მხატვრებს. სამიტს ესწრებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, კომერციული აგენტები, ტუროპერატორები და ბიზნესის წარმომადგენლები.