ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების პირველი რაუნდი დაასრულა. პრეზიდენტმა ყველა იმ კოალიციას უმასპინძლა, რომელიც „ქართულ ქარტიას“ ხელს აწერს. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, მთავარი საკითხი, რომელზეც დახურულ კარს მიღმა პრეზიდენტთან მსჯელობდნენ, საარჩევნო პროცესსა და მშვიდობის გზით ხელისუფლების ცვლილებას შეეხებოდა. ამ თემაზე სალომე ჯაფარიძე მუშაობს და დამატებითი დეტალებით ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.